ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის წარმატებული გასტროლი იტალიაში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები ქრისტინე მახარაძე და ელისაბედ რომანაძე, ცეკვის პედაგოგ ელეონორა არჩაიასთან ერთად ქ. ფლორენციის (იტალია) ქორეოგრაფიული ცენტრის Opus Ballet-ის საზაფხულო კამპუსში იმყოფებოდნენ.

საზაფხულო კამპუსში მათ გაიარეს ხუთდღიანი ინტენსიური მასტერკლასები სხვადასხვა საერთაშორისო დონის პედაგოგებთან კლასიკასა და მოდერნში. ეს იყო მათთვის შესაძლებლობა მიეღოთ მაღალი ხარისხის გაკვეთილები ევროპასა და ამერიკაში ცნობილი პედაგოგებისაგან.

ასევე ბალეტის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში DanzAfirenze 2019, რომელიც წელს რიგით XIX იყო და მასში სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა. კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები ორ კატეგორიაში კლასიკასა და მოდერნში ღებულობდნენ მონაწილეობას 12-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ქრისტინე მახარაძემ კი ვარიაციით „ჩინური თოჯინა“ მესამე ადგილი აიღო.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქ. ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლის წარმატებული ბალერინები უკვე მეორე წელია მონაწილეობენ ქ. ფლორენციაში საზაფხულო სკოლის მასტერკლასებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...