ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი – ახალი ეტაპი სპორტის განვითარებისთვის

ბათუმის უნივერსალური კომპლექსის მშენებლობის შესახებ შპს სტადიონის, სახელმწიფო, დამკვეთი კომპანიის დირექტორს ჯაბა სურმანიძეს ვესაუბრეთ.

– ბატონო ჯაბა, რას წარმოადგენს ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი?

– ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი თავისი არქიტექტურული და საინჟინრო მოცემულობით მართლაც რომ უნიკალურ პროექტს წარმოადგენს. მისი საპროექტო ღირებულება 62 მლნ ლარია და დაფინანსების წყარო აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტია. მშენებარე კომპლექსი ერთიან სივრცეში განათავსებს და თავს მოუყრის სპორტული ტანვარჯიშს, სპორტულ ცეკვებს, ბერძნულ რომაულ და თავისუფალ ჭიდაობას, ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, კრივს, ტაეკვანდოს, ჭადრაკსა და კალათბურთის სექციებს. სპორტული დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2. კომპლექსს გააჩნია 3400 ადამიანზე გათვლილი სამაყურებლო ტრიბუნა და დაცულია ყველა სახის უსაფრთხოების მოთხოვნა.

– რატომ გაჩნდა ამ ზომის სპორტული კომპლექსის საჭიროება?

– მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ბათუმის მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა, ამავდროულად 2019 წელს ბათუმს მიენიჭა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი. ლოგიკურია, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბური და განსაკუთრებული სპორტული ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ამბიციებსა და ამავდროულად გვსურს, ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს. აღნიშნული სპორტული კომპლექსი ერთი-ორად აამაღლებს ცნობიერებას და ჯანსაღი ცხობრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

– როდის იგეგმება სამუშაოების დასრულება და კომპლექსის ექპლუატაციაში ჩაშვება?

– ამჟამად სპორტული კომპლექსის გადახურვითი სამუშაო მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში შენობის ფასადის მოპირკეთებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. უხლოეს პერიოდში დავასრულებთ შიდა სარემონტო და კოსმეტიკურ სამუშაოებს. კაპიტალური სამუშაოების დარულებას 2019 წელს ვგეგმავთ, რის შემდეგადაც შენობის აღჭურვას დავიწყებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად