“ბათუმის წყალის” დირექტორმა მარიკა გვიანიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

"ბათუმის წყალის" დირექტორმა მარინე გვიანიძემ გერმანულ საკონულტაციო კომპანია MACS-ის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებმა მარინე გვიანძეს დირექტორის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

შეხვედრაზე MACS-ის მმართველმა დირექტორმა მატიას ჰიტცელმა ისაუბრა მარინე გვიანიძის "ბათუმის წყალში" ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე მუშაობის დროს განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებზე.

შეხვედრაზე ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებზე და პროექტში "ბათუმის წყალის" აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უახლოეს მომავალში კომპანია MACS-ის და "ბათუმის წყალის" ერთობლივი თანამშრომლობით დაიგეგმა ბიზნეს გეგმის მომზადება, სადაც ნათლად იქნება წარმოსახული "ბათუმის წყალის" სამომავლო მიზნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად