ბათუმის ცენტრალურ პარკში „წითელი ჯვრის“ სახელობის ხეივანი გაშენდა

მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ცენტრალურ პარკში „წითელი ჯვრის“ ხეივანი გაშენდა. ხეები აჭარის წითელი ჯვრის მოხალისეებმა და დღის ცენტრის ბენეფიციარებმა დარგეს.

დღეს პარკს 20 ძირი ნეკერჩხალი შეემატა, რომლებიც უკვე სახელობითია.

5 დეკემბერს მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა.

დღესვე, მსოფლიოში ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად