ბათუმის თევზის ბაზარში, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად შენობა ჩამონგრა

ბათუმის თევზის ბაზარში, სავარაუდოდ აფეთექბის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე შეკრებილი მოვაჭრეები ამბობენ, რომ საღამოს ობიექტი ჩვეულებრივად დახურეს, აფეთქება კი, გამთენიისას მოხდა. მათივე თქმით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა გაზი გამხდარიყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილოზებულია სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის შესახებ დეტალები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ღამის საათებში, როცა კაფეში აფეთქება მოხდა, ადგილზე დარაჯი იმყოფებოდა რომელიც ამბობს, რომ სხცა შენობაში იყო გადასული, შესაბამისად ზუსტ მიზეზებზე, ვერს ის საუბრობს. აფეთქების შედეგად, დაზიანდა და განადგურდა ინვენტარის ნაწილიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად