ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს მერაბ ხალვაში უხელმძღვანელებს. რექტორობის ერთადერთი კანდიდატი, აკადემიურმა საბჭომ, 11 ხმით აირჩია. კენჭისყრამდე, რექტორობის მსურველმა, კიდევ ერთმა კანდიდატმა ანთაზ ქიქავამ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
 

მერაბ ხალვაში, რექტორის მოვალეობას, ერთი წლის განმავლობაში, ალეკო ბაკურიძის ვადაზე ადრე გადადგომის შემდეგ ასრულებდა. 

პროფესიით ისტორიკოსი მერაბ ხალვაში, ასოცირებული პროფესორია. ის, ფიჭვნარისა და გონიო–აფსაროსის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცის წევრი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომებისა და გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ–არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის კრებულის, ასევე შრომათა კრებულის „Inovative Aspects of Study of the Blacx sea Countries, History,Anthropology,litereture and linguistics“ სარედაქციო საბჭოს წევრი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კავშირის წევრი. 2003-2006 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

მერაბ ხალვაში, სხვადასხვა დროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად