ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში განსახლებაზე ხელშეკრულება 218 ოჯახთან გაფორმდა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში განსახლებას, საერთო ჯამში, 774 ოჯახი ექვემდებარება – აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა,-ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცედურები გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარატამენტმა მოსახლეობის მხრიდან შემოსული ყველა განცხადება განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა .

როგორც საავატომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს,

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:

● 14 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მშენებლობა

● 19 ხიდის მშენებლობა

● 4 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა

● 5 გვირაბის მშენებლობა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად