ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“ 25 ხანდაზმული და ათი თანამშრომელი დაინფიცირდა

საპატრიარქოსთან მოქმედ სათნოების სახლ “სავანის” დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

„ჩვენი 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა, ველოდებით კიდევ ხუთი ხანდაზმულის ანალიზების პასუხებს, ინფიცირებულია ჩვენი ათი თანამშრომელიც. ყველა მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი, თანამშრომლები კი – კოვიდსასტუმროებში“, – განაცხადა დეკანოზმა. შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად