ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი ლიკვიდირებულია

საკრებულომ მხარი დაუჭირა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ლიკვიდაციას. პირველი იანვრიდან სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაექვემდებარება.

“ცუდია, რომ დეცენტრალიზაციის საკითხი ფერხდება და ცენტრში გადადის მართვა, მაგრამ აქვს მეორე მხარე, როდესაც ყველა მუნიციპალიტეტი, როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ და სხვა მატერიალურ სიკეთეს თანაბრად მიიღებს“,-განაცხადა თემურ კახიძემ, საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“.

როგორც სხდომაზე ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რეორგანიზაციის გამო, დღეს დასაქმებული არც ერთი ადამიანიო არ დარჩება სამსახურის გარეშე. მინდია კახიძის ინფორმაციით, ცენტრის ყველა თანამშრომელი უკონკურსოდ გადავა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სამუშაოდ. მისივე ინფორმაციით, შტატების ნაწილს, შესაძლოა ფუნქციები შეეცვალოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად