ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„პოლიციელები არიან კრიმინალები“, “დაგვიბრუნეთ პოლიციის ნდობა”, – ამ და სხვა შინაარსის პლაკატებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები საპროტესტო აქცია მართავენ.

დაკავებული ხოზრევანიძის ოჯახის წევრები და ახლობლები, სასამართლოსგან მტკიცებულებების დაშვებას მოითხოვენ. ადვოკატის განცხადებით, პოლიციელმა ბრალდებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რის შემდეგაც ბეგლარ ხოზრევანიძე დააკავეს.
ხოზრევანიძის უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ბრალდებული პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება და ამის დასტურად, იმ ვიდეოჩანაწერებს ასახელებს, სადაც მისი თქმით დაპირისპირებაა ასახული და საიდანაც ირკვევა, რომ მოქალაქეს პოლიციელი თავად ესხმის თავს და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაკავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ფაქტს, თავად შეესწრნენ.
დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელმა გია გოგოლაძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა და დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ის კვლავ აგრძელებს პოლიციაში მუშაობას. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად