ბათუმის საკრებულოსთან “ნაცმოძრაობის” დეპუტატს დაუპირისპირდნენ

ბათუმის საკრებულოს შენობასთან მობილიზებული “ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის მხარდამჭერი სპორტსმენები და მერიის აიპების თანამშრომლები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლევან ანთაძეს, დაუპირისპირდნენ.

მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის განცხადებები, რომელიც ანთაძემ საკრებულოს სხდომების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მმართველ გუნდში, ოპოზიციის ბოიკოტს დესტრუქციულ ქმედებად მიიჩნევენ. ბათუმის საკრებულოს სხდომა, ამ წუთებში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად