ბათუმის საკრებულოში, ფიზიკური და სიტყვირი დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ ოპოზიციას შენობა დაატოვებინა

ბათუმის საკრებულოში, ფიზიკური და სიტყვირი დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ ოპოზიციას შენობა დაატოვებინა.

ბათუმის საკრებულოში, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიუროს სხდომაზე ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცებაა.

როგორც ოპოზიციიის წარმოამდგნლები აცხადებდნენ, ძველი მოწვევის საკრებულოს არ აქვს უფლება, რომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი მიიღოს. მათივე მტკიცებით, ქალაქის ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ძველ შემადგენლობას აქვს სამართლებრივი და კანონიერი უფლება, რომ დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი.

„უხამსი და უზრდელური საქციელის მიუხედავად, შევძელით, რომ დაგვემტკიცება ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი. ბიურომ მისი მოვალეობა შეასრულა. შეუძლია ნებისმიერ იურისტს გადაამოწმოს საკითხი, გატანილია ყველა საკითხი ბიუროზე კანონმდებლობის სრული დაცვით. ამ ბატონების საქციელით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, ეს არის სახელმწიფოს მოღალატეთა ძალა, არის სექტა, რომელიც ფიქრობს არ ბათუმის განვითარებისთვის, არამედ სრულად შეჩერებისთვის“, – აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარე.

კომენტარები
იტვირთება...