ბათუმის საკრებულოში, დეპუტატების განცხადებით, „ნაცნოძრაობამ” მძაფრსუნიანი სითხე დაასხა

ბათუმის საკრებულოში, სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.

დეპუტატების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გაურკვეველი სითხე დაასხეს, რასაც სხდომის შეწყვეტა მოჰყვა. დარბაზში სითხის დასხმის შედეგად მძაფრი სუნი იგრძნობოდა.

სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის დღის წესრიგში ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაა. ბიუჯეტის პროექტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ.

ქადამაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ. ამ ეტაპისთვის, სხდომა განახლებულია.

“ვადაგასულებო”, “ახალარჩეული საკრებულო არ მინდა, ძველი მირჩევნია” – ამ ბანერებით აჭარის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულომ არ უნდა მიიღოს.
ამასთან, სხდომაზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს ოპოზიციიდან. სხდომის დაწყებამდე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები „ქართული ოცნების“ წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირებაა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები
იტვირთება...