ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო წელი ახალ კამპუსში დაიწყო

ახალი კამპუსი ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „მედინას“ ტერიტორიაზე მოეწყო.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი აუდიტორიები, ლაბორატორიები და სიმულაციური სადგურები აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, მანეკენებითა და სიმულატორებით. უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა აქვთ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან, რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების უმდიდრესი კოლექცია. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბიბლიოთეკით.

უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ. ამჟამად ბათუმში 25 ქვეყნიდან 75 სტუდენტი სწავლობს.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის ბაუ გლობალის წევრია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის ამერიკული მოდელის სამედიცინო პროგრამას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად