ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდდადებითი შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

ყველა მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფიცირებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის ოთხი თანამშრომელიც. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ასევე მძიმეა რვა პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საჭიროებენ ჟანგბადის მიწოდებას. ბათუმის კოვიდმიმღები რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია განთავსებული 23 პირი. კლინიკაში, ამ დროისთვის მოთავსებულია 143 პაციენტი. ყველა მათგანს აღენიშნება პნევმონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად