ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 82 წლის მამაკაცია. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა.

“პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტმებრიდან მკურნალობდა.დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავადება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე კორონავირუსით გარდაცვალების 41-ე შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად