ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90 წლის კაცი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს შეიყვანა, დიაგნოზით COVID -19.

უწყებაში აცხადებენ, რომ პაციენტს აღენიშნებოდაქ პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 3 ოქტომბერს“,-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად