ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით დღეს უკვე მეორე პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლინიკაში 60 წლის ქალი გარდაიცვალა. სხვა ინფორმაცია, პაციენტის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, უწყებაში ჯერ არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, დღეს დილით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 წლის ქალი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 39-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად