ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26-ე გარდაცვლილი პაციენტი, ბათუმის კოვიდმიმღებ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი 70 წლის კაცია. „ბათუმის “რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში” შეყვანილი იქნა 17 სექტემბერს 16:30 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 90%-ის დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

stopcov.ge-ის მონაცემებით  ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4399; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1705; მათ შორის გარდაცვლილი – 26; კარანტინის რეჟიმში – 5584; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 563; *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41; შეგახსენებთ, ბოლო 3 დღეში საქართველოში უკვე 7 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად