ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ბათუმის კოვიდ-მიმღებ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხოლო 5 ინფიცირებულ პაციენტს ჟანგბადი მუდმივ რეჟიმში, მაღალი წნევით მიეწოდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, რეანიმაციაში რჩება 23 პაციენტი.

„გასული 24 საათის განმავლობაში, მივიღეთ 16 ინფიცირებული პაციენტი. გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. დაახლოებით 50 პაციენტი გადაყვანილ იქნა საკარანტინო ზონაში. ესენი იყვნენ ასიმპტომური პაციენტები, რომლებსაც პნევმონია არ ჰქონდათ ან ჰქონდათ მსუბუქი ხარისხის პნევმონია. ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება 138 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. აქედან 23 პაციენტი რეანიმაციულ განყოფიელბაშია, 4 პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ისინი იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მიმდინარეობს მათი ინტენსიური მკურნალობა. 5 პაციენტს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჟანგბადი მაღალი წნევით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. განყოფილებაში გვყავს 85 სხვადასხვა ხარისხის პნევმონია დართული პაციენტი, 20 პაციენტი გვყავს ემერჯენსში, რომელთაც აღებული აქვთ პსრ ტესტები და ველოდებით პასუხს“, – აცხადებს გია კიკაბიძე.

კიკაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრში 30 საწოლია თავისუფალი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ინფიცირებული პაციენტებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად