ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთი პაციენტის გარდა, სტაბილურია.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ სტაბილურია. გუშინ გაუკეთდა ფილტვების განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია და დადებითი დინამიკა გვაქვს. თვითონ პაციენტიც თავს შედარებით კარგად გრძნობს. დანარჩენი 19 პაციენტის მკურნალობა გართულებების გარეშე, უსიმპტომოდ მიმდინარეობს ჯერჯერობით“,-აცხადებს გია კიკაბიძე.
ბათუმის კოვიდმიმღებ კლინიკაში დღეს 4 პაციენტი დაემატა. ოთხივე პირი გუშინ დადასტურებული შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია. გუშინ, კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდა სატვირთო ავტომობილის მძღოლთან. ის მკურნალობას, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში გადის. მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი სხვა პირების გამოკვლევა. აჭარის საზოგადოებრივი ჯადაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად