ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრში ყოველ ღამე მიმდინარეობს ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები.

„ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ქუჩების დეზინფექცია უკვე განმეორებით განხორციელდა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ბათუმის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში. სპეციალური ხსნარებით მუშავდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ველობილიკები, ჰიპერმარკეტებისა და კლინიკების მიმდებარე ტერიტორიები,“-აცხადებენ ბათუმის მერიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...