ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ, აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად