ბათუმის ყოფილი მერისა და 6 მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე განახლდა

გიორგი ერმაკოვისა და ბათუმის მერიის კიდ 6 ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის არსებიდი განხილვა დაიწყო. “იაფი სახლის” ჩავარდნილი პროექტის საქმე დღეიდან ბათუმის საქალქო სასამართლოს თავმჯდომარეს ჩაბარდა. მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნების ფულადი მაქინაციების საქმეზე გადაწყვეტილებას სწორედ დავით მამისეიშვილო უხელმძღვანელებს.

პროცესის დაწყებდამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთი დაკავებულის არჩილ ვანაძის ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი დაკავებულის უდანაშაულობაზე საუბრობენ და გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვენ.

დაცვის მხარის გირაოს სანახვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობის მიუხედავად, განმწესრიგებელ სხდომაზე შვიდივე დაკავებული მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნით პატიმრობაში დატოვა.

საქმე ეხება 2016 წელს ტენდერით გაცემულ ”იაფი სახლის” პროექტს, რომელიც ვერ განხორციელდა და მილიონზე მეტი ლარი გაიფლანგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად