ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში რჩება – გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოსამართლემ მიიღო.

ბათუმის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და გიორგი ერმაკოვი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.

აჭარის ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს პროკურატურა, აუდიტის დასკვნის საფუძველზე „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით მილიონ 300 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად