ბათუმის ყოფილი მერი და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩება

5 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატთა ნაწილმა ნაწილმა სასამართლოს 100 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.

მოსარჩელე მხარი მიიჩნევს, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებიბს. მათივე ტკიცებით მიმდინარეობს სხვა ეპიზოდებზე გამოძიება და არაა გამორიცხული ნაწილს ბრალი დაუმძიმდეს.

დაცვის მხარემ სასამართლო პეოცესზე დაკავებულების უდანაშაულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იყო “სადამაჯელო ოპერაცია”. მათივე მტკიცებით ბრალდებულების წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი კი არ არსებობდა.

პროცესის პარალელრად სასამართლოსთან ერთერთი დაკავებულის აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთან მინისტრის მოადგილის არჩილ ვანაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გართეს. ისინი ვანაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსნის საქმის არსებითი განხილვა 6 აგვისტოს განახლდება. ისონი “იაფი სახლის” პროექტის ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით პროკურატურამ ორი თვის წინ დააკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად