ბათუმის ყოფილი მერი არ აკონკრეტებს რა გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი

ლაშა კომახიძე მერის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად, გუნდურ შეხედულებებს ასახელებს და დამატებითი განმარტებისგან თავს იკავებს. ბათუმის ყოფილი მერი, მედიასთან არ განმარტავს გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებითაც, ჰქონდა თუ არა მას დაპირისპირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და შეეწირა თუ არა მისი თანამდებობა თორნიკე რიჟვაძესთან უთანხმოებას.

ლაშა კომახიძე ჭორს უწოდებს გავრცელებულ ხმებს, იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარაში „ქართული ოცნების“ გუნდში დაპირისპირებაა.

“მე გავითვალისწინე გუნდის შეხედულება ამის თაობაზე. ჩემს მხრიდან, ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება ვფიქრობ, იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის, მოქალაქეებისა და მნიშვნელოვანი პროექტებისათვის”, – განაცხადა მედიასთან საუბარში ლაშა კომახიძემ.
დამატებითი განმარტება, რატომ იქნებოდა დამაზიანებელი მისი თანამდებობაზე დარჩენა, ლაშა კომახიძემ არ გააკეთა.
ქალაქის ყოფილი მერი, არც იმას აკონკრეტებს სად გააგრძელებს საქმიანობას. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ღირსეული შემოთავაზება აქვს და ჯერ ფიქრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება იყოს კერძო სექტორი ან საერთაშორისო ორგანიზაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად