ბათუმის ყოფილ მერს სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „იაფი სახლის“ საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კიდევ ერთს პირს, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა 6 მაღალჩინოსანი ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია ბათუმში „იაფი სახლის” პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა.

ამავე საქმეზე დაკავებლ 4 მარალჩინოსანს, ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში დაუმტკიცდა, სასჯელად კი, არასაპატიმრო ზომა 20-20 ათასიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად