ბათუმის პორტი ჩინური და ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი ჟანატ კუსაინოვი აცხადებს რომ პორტი აქტიურად არის ჩართული რამდენიმე პროექტში, რაც ტვირთების მოზიდვის წინაპირობაა.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე. მით უფრო, რომ ყაზახეთის ეკონომიკაში ამჟამად შექმნილი ვითარება, ვგულისხმობ ტენგეს ვარდნას, გარკვეულწილად გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს“, – განმარტავს კუსაინოვი.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის პორტი ინტენსიურად მუშაობს ასევე ჩინურ მხარესთანაც.

„ბათუმის პორტი არის ტრანსკასპიური შეთანხმების ნაწილი. აქტაუ-ბაქო-ბათუმის პორტები ჩართულნი არიან ამ პროცესში. ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება და ჩინეთიდან ტვირთები ბათუმის პორტის გავლით მოხვდება სხვა ქვეყნებში. კიდევ ერთი პროექტი არის „ვიკინგი“, რომელშიც აქტიურადაა ბათუმის პორტი ჩართული“,  – ამბობს Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურები და საზღვაო ტერმინალები  14,6 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა. მხოლოდ სექტემბერში 1,5 ტონას. შარშან 9 თვეში ტვირთბრუნვა 15,7 მილიონი იყო.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 4,3 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, 0,3  მილიონით ნაკლები შარშანდელ მაჩვენებელზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად