“ბათუმის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით კონსულტაციებს კონკურენციის სააგენტოსთან გავივლით”

"ბათუმის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით კონსულტაციებს კონკურენციის სააგენტოსთან გავივლით",-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ "აიპრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ნავთობტერმინალს კომპანიებისთვის შეფერხებების დაწესების გამო, ყადაღა დაედო.

"ამ ეტაპზე ვაგროვებთ ყველა ამ ინფორმაციას. მომავალ კვირაში სავარაუდოდ მექნება უკვე მონახაზი. ბათუმის პორტის ხელმძღვანელობასთან უკვე მქონდა საუბარი და ჯერჯერობით დეტალებზე ისინი ვერ საუბრობენ, იმიტომ რომ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და ამ ყველაფერს უნდა თავმოყრა და ანალიზი, შემდეგ კი ქმედებების განხორციელება.

ჩვენთანაც იყო წერილები შემოსული, გადაგზავნილიც გვქონდა კონკურენციის სააგენტოში და მათთანაც გავივლი კონსულტაციებს",-განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

"აიპრესის" ინფორმაციით, ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალში ბოლო პერიოდში ტვირთბრუნვის შემცირება აღინიშნება. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანიდან ბათუმის პორტის მიმართულებით მოძრავი 2000-მდე ცისტერნა შეჩერებულია იმის გამო, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი ცისტერნებს მხოლოდ ეტაპობრივად იღებს.

 

ბათუმის პორტში პრობლემების გამო, საზღვარზე ათასობით ცისტერნაა შეჩერებული

 

ბათუმის პორტში 11 კაციანი სარევიზიო კომისია შევიდა

 

ბათუმის ნავთობტერმინალი დაყადაღებულია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად