ბათუმის მუსიკალურის ცენტრის საოპერო დასმა, კაპელამ და სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა იტალიაში ტურნე გამართეს

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურის ცენტრის საოპერო დასმა, კაპელამ და სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა ორკვირიანი საგასტროლო ტურნე გამართეს იტალიის რესპუბლიკაში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ალექსანდრე დავითაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობილიშვილი ტურნედან დაბრუნებულ მუსიკალურ დასს ბათუმის აეროპორტში დახვდნენ და გასტროლზე მიღწეული წარმატებები მიულოცეს.

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თეატრმა იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ფანოს ფორტუნასა და ქალაქ კალის იეზის პერგოლეზის თეატრებში გამართეს ჯაკომი პუჩინის ოპერა “ბოჰემას” პრემიერა. ასევე, მუსიკალური ცენტრის კაპელამ, იტალიის ქალაქ პეზაროში მსოფლიო საორგანო დღის მე–9 საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

საგასტროლო ტურნე დასრულდება მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტების კონცერტით ქალაქ პეზაროს ,,რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს’’ სახელობის საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიაში. სპექტაკლში მუსიკალური ცენტრის მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის ბავშვთა გუნდი. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა, თავისი ისტორიის მანძილზე, პირველად გამართა ასეთი ხანგრძლივი და მასშტაბური საგასტროლო ტურნე უცხოეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...