ბათუმის მშენებარე სტადიონზე გარეგანათებებისა და ხმის სისტემის მონტაჟი დასრულდა (ვიდეო)

განათების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებული იქნება ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე.

„მისი უნივერსალურობა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარე განათება შევუხამოთ, განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. 1500 ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული.

მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და სამაყურებლო მოთხოვნებთან“,-ამბობენ, შპს „სტადიონში“.

დასრულდა, გახმოვანების სისტემის მონტაჟიც. გახმოვანების სისტემისთვის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით .
ბათუმში უეფას IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონი აშენდა.
უკვე ზაფხულში ბათუმის “დინამო” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საკუთარ ქალაქში სწორედ ამ სტადიონზე გამართავს.

2006 წელს ბათუმის ზღვისპირა ბულვარში აჭარის მთავარი არენა დაანგრიეს. უკვე 16 წელია, ზღვისპირა ქალაქი საკუთარი სტადიონის გარეშეა. „დინამო“ საშინაო მატჩებს ხან ქობულეთში ატარებდა, ხან ლანჩხუთსა და ზესტაფონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად