ბათუმის მშენებარე სტადიონზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა

შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის მოპირკეთებითი, გარე კეთილმოწყობის, სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს .

„მოედნის საფარი აგრძელებს სავეგეტაციო პერიოდს. სპეციალისტების დაკვირვებისა და ზედამხედველობის შედეგად ბალახი კიდევ უფრო უახლოვდება სათამაშო კონდიციას”,-აცხადებენ შპს „სტადიონში“.
ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ აშენებს. ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად