ბათუმის მერმა გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

ლაშა კომახიძე თანამდებობიდან წასვლას ადასტურებს და გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივი მიდგომითა და „ყველას ინტერესების გათვალისწინებით“ ხსნის.

ბათუმის ყოფილი მერი მადლობას უხდის ამომრჩევლებსა და თანამშრომლებს, რომლებთანაც მას სამი წლის განმავლობაში მოუწია მუშაობა.

„მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით. სიტყვა ყველაში, პირველ რიგში, მე ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქისა და იმ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მერიის სისტემიდან, საკრებულოდან, მრჩეველთა საბჭოდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი სიკეთე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის. სტრატეგიული, ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით, სპორტისა და კულტურის მხრივ განხორციელებული პროექტებით. მინდა მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნების” გუნდს, ვისთან ერთადაც არაერთი გამარჯვება მოგვიპოვებია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენლებს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ამ სამი წლის განმავლობაში დამაკავშირა სამუშაო ვითარებაში ამ პოზიციამ. და ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, რომლებიც ყოველთვის მოთმინებით, ერთგულად იდგნენ ჩემს გვერდი“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად