ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი: ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მოსახლეობის გაყვანა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განხორციელდა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მოსახლეობის გაყვანა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განხორციელდა.

ლელა სურმანიძის განცხადებით, რომ ექსპრტიზის დასკვნა ასევე მომზადდა, კიდევ ერთ მომიჯნავე კორპუსთან დაკავშირებით, თუმცა კლდიაშვილის 13-დან, მოსახლეობის გაყვანის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

“ექსპერტიზა ჩაუტარდა მემედ აბაშიძის 56-სა და კლდიაშვილის 13-ში მდებარე კორპუსებს. ექსპერტის შეფასებით, ვინაიდან აბაშიძის 56-ში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და მუნიციპალურმა ინსპექციამ მანამდე აღმოაჩინა დარღვევა, პროექტთან შეუსაბამობა, გამომდინარე აქედან ექსპერტის მოსაზრებით, უმჯობესი იქნება პრევენციის მიზნით გაგვეყვანა მოსახლეობა სასტუმროებში“,- განაცხადა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

კომენტარები
იტვირთება...