ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლესანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 21 ივნისს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით მას კონფლიქტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატთან კახა მიქელაძესთან მოუვიდა.

როგორც ალექსანდრე თევზაძე განმარტავს,  მას კონფლიქტი ყოფილ საჯარო მოხელესთან ბათუმის პორტში დაგეგმილ ქიმიურ ტერმინალთან დაკავშირებით ჰქონდა. დაზარალებულის თქმით იგი უკვე თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება. ჭრილობები კი დანით, ხელისა და თავის არეში ჰქონდა, რასაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღმძღვანელის მოადგილის ბადრი პაქსაძის ინფორმაციით ალექსანდრე თევზაძეს ჭრილობები დანით ხელისა და მხრის არეში ჰქონდა მიღებული.

მისივე გნამარტებით ჭრილობა მსუბუქი იყო, თუმცა პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მაინც მოათავსეს.

მომხდარ ფაქტზე დაკავებულია  2 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო.  რაც ჯგუფურად, იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად