ბათუმის მერიის თანამდებობის პირები ხელფასების 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, ბათუმის მერიის თანამდებობის პირები უერთდებიან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივას და ხელფასების 1/3-ს მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ამის შესახებ თV25.GE-ს ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

“ვუერთდებით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე, როგორც მერმა, ჩემმა მოადგილეებმა, მერიის მაღალი თანამდებობის პირებმა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ხელფასის 1/3. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს გავაკეთებთ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენი მოქალაქეების დახმარების პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ ამ რთულ და კრიზისულ პერიოდს”,-აცხადებს ლაშა კომახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად