ბათუმის მერიის მაღალი თანამდებობის პირები ხელფასის 1/3-ს კორონავირუთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

ქალაქ ბათუმის მერიის მაღალი თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შეუერთდნენ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას და ხელფასის 1/3 გადარიცხონ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხონ.

“ვუერთდებით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე, როგორც მერმა, ჩემმა მოადგილეებმა, მერიის მაღალი თანამდებობის პირებმა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ხელფასის 1/3.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს გავაკეთებთ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენი მოქალაქეების დახმარების პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ ამ რთულ და კრიზისულ პერიოდს” – ნათქვამია ბათუმის მერის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად