ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოების მომსახურების წესი იცვლება

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოებში დროებით შეიცვლება მომსახურების წესები. ამის შესახებ ინფორმაციას, მერია ავრცელებს.

“კერძოდ, პირველი აპრილიდან 1 თვით მუნიციპალური სასადილოები წყვეტენ მუშაობას. ბენეფიციარები კუთვნილ საკვებს სასადილოებში აღარ მიირთმევენ და აღარ მოხდება გამზადებული საკვების გატანა. 30-31 მარტს დაიწყება სასურსათო პაკეტების გაცემა, რომელიც არამალფუჭებად პროდუქტებს მოიცავს. მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის სახლში პროდუქტების მიტანას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ“,- ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად