ბათუმის მერიაში, მუნიციპალურ ინსპექციაში, მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე ბოლო 4 დღის განმავლობაში 200-მდე ობიექტი გადამოწმდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ინსპექციაში შესული მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე ბოლო 4 დღის განმავლობაში 200-მდე ობიექტი გადამოწმდა.

“ამ 200 შეტყობინებიდან, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას მანამდეც ჰქონდა წარმოება დაწყებული. შესაბამისად, არის შემთხვევები, როცა ნებართვა აქვთ დარღვეული, არიან ისეთები, რომლებსაც ნებართვა საერთოდ არ გააჩნიათ. მუნიციპალური ინსპექცია, ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ახდენს რეაგირებასა და მონიტორინგს.

თუ მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ რომელიმე საეჭვო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, გადამოწმდება და ნებართვის არ ქონის შემთხვეევაში, გატარდეება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. აქვე განვმარტავ, რომ მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციაშია შეამოწმოს ნებართვიანობა, ან ნებართვასთან შესაბამისობა. ავარიულია თუ სახიფათოა შენობა, ამას სპეციალური კომპეტენტური ჯგუფის მუშაობა სჭირდება“,- აცხადებს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორი, არჩილ კონცელიძე.

კომენტარები
იტვირთება...