ბათუმის მერიამ ამორტიზებული შენობიდან ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები გამოასახლა

მერიამ ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები აღსრულების პოლიციის დახმარებით ამორტიზებული შენობიდან გამოასახლა.

ბათუმში, მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში კერძო საბავშვო ბაღი “ჯადოსნური სამყარო” წლებია ფუნქციონირებს.

ამ დროისთვის კი 30-მდე აღასრდელი იმყოფებოდა შენობაში. შენობა ამორტიზებულია და არ არის სანიტარული ნორმები დაცული, რის გამოც მერია კომპანიას ფართის დაცლას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ. მუნიციპალიტეტს კანონის სისრულეში მოსაყვანად აღსრულების პოლიციის გამოძახება დასჭირდა

. ბაღის პედაგოგებმა გამოსახლება გააპროტესტეს. ისინი დამატებით რამდენიმე თვიან ვადას ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის მოსაძებნად. შენობაში ერთი სოციაურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც ასევე გამოასახლეს და ნათესავთან გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად