ბათუმის მერია: შტორმს ბათუმი არ დაუზიანებია

შტორმს ბათუმი არ დაუზიანებია,-ამის შესახებ “აიპრესს” ბათუმის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც მერიაში განმარტავენ, იმისათვის რომ ქალაქი არ დატბორილიყო, მთელი ღამის განმავლობაში არხები იწმინდებოდა.

“მერიის შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაში იყვნენ გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ხდებოდა არხების გაწმენდა, არანარ ზარალზე არ არის საუბარი, არ იყო ისეთი ვითარება რომ შტორმს რაიმე გამოეწვია”,-აცხადებენ მერიაში.

აიპრესი აღნიშნულზე ფოთის მერიასაც დაუკავშრდა, სადაც ასევე განაცხადეს, რომ შტორმს ქალაქი არ დაუზიანებია.

“მშვიდობიანად ჩაირა გუშინდელმა ღამემ, ზარალი არ გვქონია. მერიის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდნენ ქალაქის ტერიტორიაზე, მაგრამ მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა”,-განაცხადეს ფოთის მერიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად