ბათუმის მერი: ჩემსა და თავმჯდომარეს შორის “დაპირისპირება” რამდენიმე აქტიური ადამიანის ფანტაზიაა

„არასოდეს ჩვენს შორის არ ყოფილა რაღაც ისეთი ძირითად ბაზისურ საკითხებზე მკვეთრი აზრების განსხვავება, რაც გამოიწვევდა მსგავსი ტიპის ტალღების წარმოშობას. მე ამას უფრო ვუკავშირებ რამოდენიმე აქტიური ადამიანის ფანტაზიას, რომელებიც სხვათაშორის მედიის სფეროშიც მრავლად გვხვდება,“ – ასე გამოეხმაურა ლაშა კომახიძე მის მიერ თანამდებობის სავარაუდო დატოვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ბათუმის მერის განცხადებით ამასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა და ახალ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან სამსახურს მიღმა მეგობრული ურთიერთობებიც აკავშირებს:

არასოდეს შიგნით ამაზე საუბარი არ ყოფილა. არასოდეს ჩვენს შორის არ ყოფილა, რაღაც ისეთი, ძირითად ბაზისურ საკითხებზე მკვეთრი აზრების განსხვავება, რაც გამოიწვევდა მსგავსი ტიპის ტალღების წარმოშობას. მე ამას უფრო ვუკავშირებ რამოდენიმე აქტიური ადამიანის ფანტაზიას, რომელებიც სხვათაშორის მედიის სფეროშიც მრავლად გვხვდება და ალბათ რაღაც ესეთი არაორდინალური მოვლენებისადმი სწრაფვას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, იგივე ღონისძიებებზეც შეგიძლიათ ნახოთ, რომ არის აბსოლიტურად ნორმალური, მეგობრული და ამავე დროს კოოპერაციული დამოკიდებულება თავმჯდომარესა და ქალაქის მერს შორის. სამსახურის მიღმაც ძალიან კარგად ვმეგობრობთ“ – განუცხადა „აიპრესს“ ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერთან მუნიციპალიტეტის სხვა პრობლემატურ თემებზე  ვრცელ ინტერვიუს სააგენტო მოგვიანებით გაავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად