ბათუმის მერი არ გადამდგარა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას პასუხს ორშაბათის ბრიფინგზე გასცემს.

ასეთი განმარტება მედიამ, ბათუმის მერიის პრესამსახურისგან მიიღო. ინფორმაცია ბათუმის მერის გადადგომის თაობაზე დღეს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. არხის ინფორმაციით, ლაშა კომახიძე მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად