ბათუმის „მედალფაში“ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ , ამ დროისთვის Covid-19-ით ინფიცირებული 15 პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. კრიტიკულია რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 81 წლის პაციენტის მდომარეობა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

სტაბილურად მიმდინარეობის, კლინიკაში განთავსებული 13 პაციენტის მკურნალობის პროცესი. „მედალფას“ მედიკოსები მათი უმრავლესობის განკურნებას, უახლოეს დღეებში ელოდებიან.
კლინიკა „მედალფაში“ 42 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა, მათი რიცხვი დღეისთვის 15-მდე შემცირდა. უკვე მეცხრე დღეა, აჭარაში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში, გასული 24 საათის განმავლობაში, 351 პირი გამოიკვლიეს.
აჭარაში ამ დროისთვის, ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე 6500-მდე პირს ჩაუტარდა.

კომენტარები
იტვირთება...