ბათუმის „მედალფაში“ ორი პაციენტი რჩება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს 2 ინფიცირებული პაციენტი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკის რეგიონული ქსელების მენეჯერის ინფორმაციით კი, ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა განმეორებითი ტესტირების შემდეგ „მედალფადან“ გაწერონ. ლევან ანთაძის თქმით, ამის შემდეგ კლინიკაში ერთი ინფიცირებული დარჩება, ის ბათუმში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, თბილისიდან გადმოიყვანეს. „მედალფას“ მედიკოსების თქმით, პაციენტს მცირე პნევმონია აღენიშნება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რეგიონში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა 14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა 71 ადამიანს.
აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად