ბათუმის „მედალფაში“ მკურნალობას 35 პაციენტი აგრძელებს

კლინიკაში მყოფი 35 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, გარდა ერთისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვა პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია ერთი პირი, 78 წლის მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება.

პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება პნევმონია. უწყების ინფორმაციით, სტაბილურია კლინიკაში მყოფი შვიდივე მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
ბათუმის „მედალფაში“ აგრძელებს მკურნალობას , Covid-19 -სგანგამოჯანმრთელებული ორი პაციენტიც, რომლებსაც პნევმონია აღენიშნებათ. აჭარის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მათ მკურნალობის გასაგრძელებლად, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩენა მოუწიოთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად