ბათუმის „მედალფაში“  38 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

 ქობულეთის კლასტერიდან დღეს დადასტურებული ერთი შემთხვევის შემდეგ, კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კვლავ კრიტიკულია ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის  მდგომარეობა, დანარჩენები კი, საშუალო და მსუბუქი სიმპტომატიკით ხასიათდებიან.

“გვყავს 38 ინფიცირებული და ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც ვირუსის შემდგომ გართულებებზე მკურნალობს. ინფიცირებულთაგან ერთი კვლავ რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენების მდგომარეობა კი უცვლელია – საშუალო და მსუბუქი სიმპტომატიკით ხასიათდება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ .

აჭარაში პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან ამ დრომდე, „მედალფაში“ კორონავირუსისგან   13 პირი  განიკურნა. კორონავირუსი, ქობულეთის კლასტერიდან, დღეს, კიდევ ერთ, 35-ე პირს დაუდასტურდა. ის 70 წლამდე ქალია.

კომენტარები
იტვირთება...