ბათუმის მაჟორიტარის ბიუროსთან ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ბათუმის მერიასთან ხმაურია. შენობა, სადაც ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად, პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძის ბიუროცაა განთავსებული, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილები და დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

აქტივისტების თქმით, ვახტანგაძესთან შეკითხვის გარდა, მის ბიუროზე, შესაბამისი სტიკერის გაკვრა სურთ. სავარაუდოდ, საუბარია წარწერაზე – “მონა”, რომელიც გუშინ ხულოსა და შუახევში, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარის ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან გააკრეს.

დაცვის პოლიცია აქციის მონაწილეებისგანსაშვის გამოწერას ითხოვს.

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ “ქართული ოცნების” წევრთან აქვთ კითხვები და ვახტანგაძის პასუხები აინტერესებთ კითხვაზე-იცის თუ არა, რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები.

ბათუმის მერიასთნ, დაძაბულობა იყო 22 ნოემბერსაც, როცა გავრცელდა ინფორმაცია, ოპოზიციისა და აქტივისტების მიერ აქციის ჩატარების თობაზე. ადგილზე მაშინ მუხრან ვახტანგაძესთნ ერთად, მისი მხარდამჭერი სპორტსმენები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ქალაქში არეულობის საშუალებას არავის მისცემენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად