ბათუმის დელფინარიუმი და აკვარიუმი დროებით დაიკეტა

ბათუმის დელფინარიუმი და აკვარიუმი დროებით დაიკეტა, ინფორმაცია შპს “შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის”ადმინისტრაციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დელფინარიუმმა და აკვარიუმმა მუშაობა Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეაჩერა. „ძვირფასო ვიზიტორებო, ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და თქვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა პრიორიტეტია ჩვენთვის.

ბოლო დღეებში, დელფინარიუმსა და აკვარიუმში ვიზიტორთა მწირი რაოდენობისა და ამასთან, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის დელფინარიუმმა და აკვარიუმმა დროებით შეწყვიტა ვიზიტორთა მიღება“,-ნათქვამია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად